ხამესმა ზიდანი გააკრიტიკა:
Aa
Aa

ხამესმა ზიდანი გააკრიტიკა: "მან ისეთი რამ დამაბრალა, რასაც არასდროს ვიკადრებდი"

მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელმა გამთამაშებელმა ხამეს როდრიგესმა Marca-სთან საუბრისას ზინედინ ზიდანის შესახებ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა.

"ჩემი ოცნება იყო, რომ "რეალში" მეთამაშა და ის ამიხდა კიდეც. თუმცა, შემდეგ სიტუაცია აირია. მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მე მსურდა.

ანჩელოტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, "რეალი" რაფაელ ბენიტესმა ჩაიბარა, რომლის გეგმებშიც მე არ შევდიოდი. შემდეგ, ცვლილება მალევე მოხდა და მთავარი მწვრთნელის პოსტი ბენიტესმაც დატოვა, რომელიც ჩემმა კერპმა ზინედინ ზიდანმა შეცვალა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ჩემსა და ზიდანს შორის უთანხმოება გამწვავდა. მან ისეთი რამ დამაბრალა, რასაც არასდროს ვიკადრებდი. ზიზუ ჩემზე საუბრობდა, რომ თითქოს ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი. ეს რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე პროფესიონალი ვარ და ასეთი პრობლემები არასდროს მქონია.

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირებას არ გამოვრიცხავ, რადგან მადრიდელები ამ ტურნირზე სულ სხვაგვარად თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტოქე შესანიშნავ ფორმაში მყოფი "პსჟ" გახლავთ, ვფიქრობ, რომ "ბლანკოსი" პარიზელთა ბარიერს გადალახავს".

შეგახსენებთ, რომ ხამესი 2017 წლის ზაფხულში "ბაიერნმა" "რეალიდან" 2 წლიანი იჯარით აიყვანა. მიუნხენელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები