Aa
Aa

მარკოიშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რუსეთში

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასის მეორე ეტაპზე მე-3 ტურის შეხვედრა გამართა და ყაზანში "უნიკსს" 71:69 სძლია.

მარკოიშვილმა პარკეტზე 29:44 წუთი გაატარა და 12 ქულასტან ერთად 5 გადაცემა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველმა კალატბურთელმა, იტალიურ კლუბში გადასვლიდან მალევე, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსი მოირგო.

შეგახსენებთ, რომ "რეჯიო ემილიასა" და "უნიკსს" 2-2 მოგება აქვთ და მომდევნო ტურში, რომელიც 23 იანვარს გაიმართება, ისინი იტალიაში ერთმანეთს დაუპირსპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები