„ბარსელონამ“ ჰალილოვიჩი „ჰამბურგში“ გაანათხოვრა
Aa
Aa

„ბარსელონამ“ ჰალილოვიჩი „ჰამბურგში“ გაანათხოვრა

კატალონიის „ბარსელონას“ ნიჭიერი ნახევარმცველი, ალენ ჰალილოვიჩი მომდევნო სეზონს „ბუნდესლიგაში“ გაატარებს. ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჰამბურგი“ კატალონიელებს, ხორვატი მოთამაშის ერთწლიანი იჯარით აყვანის თაობაზე შეუთანხმდა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მხარეები ტრანსფერის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები