ბელოტი:
Aa
Aa

ბელოტი: "არანაირი პრობლემა არ არსებობს"

ტურინული „ტორინოს“ კაპიტანი ანდრეა ბელოტი, Tuttosport-ის გუშინდელ ნომერში მოყვანილ სტატიას, საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა.

გამოცემა წერდა, რომ ბელოტისა და „ტორინოს“ უფროსობას შორის დაძაბული სიტუაციაა და ფეხბურთელი კლუბიდან გაშვებას ითხოვს.

„ის ამბავი, თითქოს ჩემსა და პრეზიდენტ კაიროს შორის უთანხმოებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველაფერი მოგონილია და არანაირი პრობლემა არ არსებობს“.

ანდრეა ბელოტიმ სერია A-ს გასულ სეზონში 26 გოლი გაიტანა, წლევანდელ გათამაშებას კი სუსტად ატარებს და აქტივში მხოლოდ 4 ზუსტი დარტყმა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები