Aa
Aa

"ბენევენტოს" კაპიტანი 1 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

იტალიის სერია A-ს ბოლოადგილოსან „ბენევენტოს“ კაპიტანი ფაბიო ლუჩიონი, დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო, ფეხბურთიდან 1 წლით მოკვეთეს.

მას სექტემბერში „ტორინოსთან“ მატჩის წინ ჩატარებული შემოწმებისას, სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.

მას შემდეგ ლუჩიონი დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა დეკემბერში თამაშის საშუალება მისცეს, ახლა კი სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.

გარდა ამისა, „ბენევენტოს“ სამედიცინო შტაბის რამდენიმე წევრს 4 წლით ფეხბურთში მოღვაწეობა აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები