ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში გავიდა!
Aa
Aa

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში გავიდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.

მან გათამაშების პირველ რაუნდში ჯერალდ მელცერს 4 სეტში მოუგო, ხოლო დღეს გამთენიისას ბელგიელ რუბენ ბემელმანსს ადვილად 7:5 6:1 6:3 აჯობა.

ქართველის ანგარიშზე 6 ეისი და 36 ვინერსი იყო, ამასთანავე 7 ორმაგი შეცდომაც. ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე ქულების 80%, ხოლო მეორეზე 63% მოიგო და მოწინააღმდეგეს ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა.

ტურნირის მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წლის „როლან გაროსზე“ დაუპირისპირდნენ და მაშინ ედმუნდმა მატჩი 4 სეტში მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები