ზიდანმა შესაძლოა საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს
Aa
Aa

ზიდანმა შესაძლოა საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს

პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ზინედინ ზიდანს სეზონის ბოლოს თანამდებობას დაატოვებინებენ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "რეალის" წელს უტიტულოდ დარჩება.

Diario Gol-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ზიდანმა საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს.

ფრანგებს ოქროს თაობა ჰყავთ და ქვეყანაში ბევრი თვლის, რომ მათი თავკაცი სწორედ ზიზუ უნდა იყოს.

დიდიე დეშამის სამუშაო სტილი სტაბილურობისა და დამაჯერებებლობის განცდას არ ტოვებს. მუნდიალზე წარუმატებელი გამოსვლა კი მისი თანამდებობის დატოვებით დასრულდება.

ვნახოთ გამართლდება თუ არა პრესის ვარაუდი. ჯერჯერობით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ზიდანის საფრანგეთის ნაკრებში მისვლა გარდაუვალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები