უოლკოტი წავიდა, პრაქტიკულად სანჩესიც -
Aa
Aa

უოლკოტი წავიდა, პრაქტიკულად სანჩესიც - "არსენალი" 3 ფეხბურთელს იმატებს

Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" შემადგენლობის შეცვლის პროცესშია.

"მეთოფეთა" რიგები დატოვა 28 წლის თეო უოლკოტმა, რომელიც "არსენალის" ღირსებას 2006 წლიდან იცავდა.

წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი "ევერტონის" წევრი ოფიციალურად რამდენიმე საათში გახდება. უოლკოტმა "კამფეტებში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

რაც შეეხება სანჩესს, ჩილელი შემტევის სახელს ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნიატედს" უკავშირებენ.

"არსენალი" ფეხბურთელს არ დათმობს, სანამ "წითელი ეშმაკებისგან" გარკვეულ თანხასთან ერთად ჰენრიხ მხითარიანსაც არ მიიღებს.

"მეთოფეები" კიდევ ორი მოთამაშის დამატებასაც გეგმავენ და ამასთან საკმაოდ ახლოსაც არიან. პიერ ემერიკ ობაიმეიანგი და მალკოლმი მალე არსენ ვენგერის განკარგულებაში იქნებიან.

როგორც Mirror-ი წერს, ობამეიანგმა "არსენალთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დარჩა.

მალკოლმის შესახებ კი ყველაზე ადრე დაიწერა. "ბორდოს" 20 წლის ბრაზილიელი გარემარბი ვენგერს ძალიან მოსწონს და მისი პოტენციალის დიდი იმედიც აქვს.

კვირის ბოლომდე, დიდი ალბათობით ლონდონელებმა ყველა ზემოხსენებული მოთამაშე უნდა გაიფორმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები