Aa
Aa

"ლივერპულის" პასუხი "რეალს": სალაჰი გსურთ? გადაიხადეთ 50 მილიონი და პლიუს...

მადრიდის "რეალი" "ლივერპულის" ეგვიპტელ შემტევს მუჰამედ სალაჰს არ ეშვება.

ფლორენტინო პერესს სალაჰი ძალიან მოსწონს და მისი ხელში ჩაგდება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

Mirror-ის ცნობით, "მერსისაიდელები" მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუჯდებიან, თუ "რეალი" სალაჰის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და მარკოს ასენსიოს დათმობს.

ბოლო დღეებში იწერებოდა, რომ სამეფო კლუბი ინგლისელებს პირდაპირ გაცვლას შესთავაზებდა - ბეილი "ენფილდზე" და სალაჰი "სანტიაგო ბერნაბეუზე", თუმცა როგორც ჩანს "მერსისაიდელებს" უელსელის დამატება არ სურთ და ახალგაზრდა ასენსიო ურჩევნიათ.

"ლივერპულისთვის" ასეთი ტიპის მოლაპარაკებები ორივე შემთხვევაში მომგებიანია, რადგან თუ "რეალი" მათ დათანხმდება, ეს ინგლისელთათვის ნამდვილად ხელსაყრელი გარიგება იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სალაჰი "ენფილდზე" დარჩება და გუნდი რა თქმა უნდა, ამითაც ბედნიერი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები