Aa
Aa

"რეალის" მორიგი მცდელობა, თუმცა ზაფხულისთვის...

Corriere dello Sport-ის თქმით, „რეალი“ მაურო იკარდის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს და წინადადებას ამზადებს.

„ინტერის“ კაპიტნის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, რომლის გადასახდელადაც „სამეფო კლუბი“ მზადყოფნას გამოთქვამს.

გამოცემა წერს, რომ ტრანსფერი იანვარში არ შედგება და მადრიდელები უბრალოდ თადარიგის დაჭერას აპირებენ.

თავის მხრივ, რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ თუკი „ნერაძური“ „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურს ვერ მოიპოვებს, იკარდი გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდება.

ესპანური გრანდის კიდევ ერთი მსუყე ვარიანტი ჰარი კეინია, რომელიც არანაკლებ თანხად ფასდება და მისი ტრანსფერიც ურთულესი გასაჩარხი იქნება.

ასევე, ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ კარიმ ბენზემა „რეალში“ ბოლო სეზონს ატარებს და მისი შემცვლელი სწორედ ზაფხულში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები