პეპმა არაო... - სანჩესი
Aa
Aa

პეპმა არაო... - სანჩესი "იუნაიტედს" უახლოვდება

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ ალექსის სანჩესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამოცემა ამის მიზეზად ჩილელის მაღალ ფასს ასახელებს.

როგორც იწერება, პეპ გუარდიოლა კლუბის მფლობელებს შეხვდა და აუხსნა, რომ ამ ეტაპზე სანჩესში ასეთი დიდი თანხის გადახდა, მიზანშეწონილი არაა.

ესპანელ სპეციალისტს ურჩევნია, რომ მისმა გუნდმა ზამთარში ცენტრალური მცველი დაიმატოს და „ქალაქელთა“ ამჟამინდელი სატრანსფერო პრიორიტეტი სწორედ ესაა.

რაც შეეხება სანჩესს, მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შანსები საგრძნობლად გაიზარდა. თანაც „იუნაიტედი“სატრანსფერო თანხას, დიდი ალბათობით, ჰენრიხ მხითარიანსაც დაამატებს.

არსებული ცნობებით, „წითელი ეშმაკები“ სანჩესს წლიურ ხელფასად 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამ სატრანსფერო ბრძოლაში დაბრუნებას ლონდონის „ჩელსიც“ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები