Aa
Aa

"ინტერის" ზამთრის პირველი შენაძენი ლისანდრო ლოპესია

მილანის „ინტერმა“ და ლისაბონის „ბენფიკამ“ ლისანდრო ლოპესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

28 წლის არგენტინელი მცველი, მილანში გუშინ ჩავიდა და „ნერაძურისთან“ სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იგი ახალ გუნდში 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

იტალიურმა კლუბმა „ბენფიკას“ იჯარის საფასური 0.5 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა, ხოლო ზაფხულში ლოპესის გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლება.

ლისანდრო ლოპესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ინტერის“ პირველი შენაძენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები