ვერდი
Aa
Aa

ვერდი "ბოლონიას" ზამთარში არ დატოვებს, თუმცა...

იტალიური პრესის ცნობით, სიმონე ვერდიმ „ბოლონიაში“ სეზონის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტა.

25 წლის შემტევს „ნაპოლისთან“ აქტიურად აკავშირებდნენ და სატრანსფერო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკითხი მინიმუმ ზაფხულამდე გადაიდო.

ვერდი ნეაპოლელთა ნომერ პირველი სამიზნე იყო, ამრიგად „პარტენოპეის“ სათადარიგო ვარიანტ ხერარდ დელოფეუზე გადართვა მოუწევს.

სიმონე ვერდის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს აქტივში მან ერთ-ერთი შეხვედრისას 2 ჯარიმა გაიტანა, უცნაური და გამოსარჩევი ისაა, რომ ფეხბურთელმა ჯერ მარჯვენა ფეხით გაიტანა, შემდეგ კი მარცხენათი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები