ETB:
Aa
Aa

ETB: "რეალმა" კეპას თაობაზე "ბილბაოს" კიდევ ერთხელ მიმართა...

ესპანური პრესის თქმით, მადრიდის „რეალმა“ კეპა არისაბალაგას თაობაზე „ბილბაოს“ კიდევ ერთხელ მიმართა.

ბასკური გამოცემა ETB-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ ბილბაოელებს შეატყობინა, რომ ახალგაზრდა მეკარის დამატება იანვარშივე სურს.

წესით, ტრანსფერზე უარი „ბილბაომ“ არ უნდა თქვას, რადგან კეპას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს, თანაც ამჟამად იგი ტრავმირებულია და მოედანზე 10 დეკემბრის შემდეგ აღარ გასულა.

ზემოთ აღნიშნული წყარო ვარაუდობს, რომ ტრანსფერი იანვრის ბოლოს ოფიციალურად დადასტურდება.

23 წლის კეპა ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე გახლდათ, 2017 წლიდან კი ეროვნული გუნდის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები