ჰამშიკი:
Aa
Aa

ჰამშიკი: "ვისაც ფეხბურთი უყვარს, წესით ჩვენ უნდა გვგულშემატკივრობდეს"

„ნაპოლის“ კაპიტან მარეკ ჰამშიკის აზრით, მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს.

სლოვაკი ასევე ამბობს, რომ ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, წესით ნეაპოლელთა ჩემპიონობა უნდა სურდეს.

„ჩემს ოცნებას სახელი აქვს და მას სკუდეტო ჰქვია. ეს მხოლოდ ჩემი ნატვრა არაა, ამაზე „ნაპოლის“ ფანები, აურელიო დე ლაურენტისი და სრულიად გუნდი ფიქრობს.

ასევე მგონია, რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს, ჩვენ გვიგულშემატკივრებს, რადგან ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ. ასე რომ, ჩემპიონობასაც ვიმსახურებთ“.

მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ 2007 წლიდან ასპარეზობს და რამდენიმე კვირის წინ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მან დიეგო მარადონას გადაასწრო და ახლა „პარტენოპეის“ ფორმით 117 გატანილი ბურთი აქვს აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები