ფიგუ:
Aa
Aa

ფიგუ: "ინტერისთვის" იკარდის გაშვება დიდი დარტყმა იქნება"

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, მაურო იკარდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

„იკარდის გაშვება „ინტერისთვის“ დიდი დარტყმა იქნება. სერიოზული დანაკლისი ექნება სერია A-საც, რადგან ის დიდ ფეხბურთელს დაკარგავს.

თუმცა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ორივე გუნდს საკუთარი პროექტი და გეგმა აქვს, შესაბამისად, გადაწყვეტილება მათზეა.

მინდა, რომ სკუდეტო „ინტერმა“ მოიგოს და იმის იმედიც მაქვს, რომ საჩემპიონო ბრძოლა 3 გუნდს შორის იქნება.

როცა „ნერაძურიში“ „რეალიდან“ გადავედი, ტიტულების მოგება გავაგრძელე, რაც ძალიან მახარებს. ამ კლუბის ტიფოზებთან შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს.

ჩემთვის „ინტერი“ ყოველთვის ბედნიერი მოგონება იქნება“.

ლუიშ ფიგუ მილანური გრანდის რიგებში 2005-09 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად 4-ჯერ სერია A, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები