„რომამ“ ედინ ჯეკო დაიმატა
Aa
Aa

„რომამ“ ედინ ჯეკო დაიმატა

იტალიის ვიცე ჩემპიონმა „რომამ“, „მანჩესტერ სიტიდან“ ბოსნიელი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რომაული გუნდის ვებ-გვერდი ავრცელებს. ჯეკო „სტადიო ოლიმპიკოზე“ მომდევნო სეზონში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო  სურვილის შემთხვევაში „რომას“ მისი გამოსყიდვა შეეძლება. ბოსნიელი ახალ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ოთხწელიწად–ნახევრის შემდეგ, მოვიდა დრო, რომ დაგემშვიდობოთ. აქ ჩემი კარიერის არაჩვეულებრივი მომენტები გამოვიარე, რომლებსაც არასოდეს დავივიწყებ. ხუთი ტიტული და უშუალო კონკურენტებთან მოპოვებული უამრავი გამარჯვება ჩვენს ქომაგებს უდიდეს სიხარულს გვრიდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. განსაკუთრებულ მადლობას კი პარტნიორებსა და კლუბის პერსონალს ვუხდი, როლებიც ჩემთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ ამ წლების განმავლობაში. თუმცა, მოვიდა ახალი გამოწვევების მიღების დრო. მუდამ „მანჩესტერ სიტის“ ქომაგი ვიქნები და კლუბს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებას ვუსურვებ“ – განაცხადა ედინ ჯეკომ.

ჯეკო მანჩესტერულ კლუბში 2011 წელს გერმანული „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და „პრემიერლიგაში“ ჩატარებულ 130 მატჩში, 50 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები