გვარდიოლამ უარი თქვა - სანჩესი და
Aa
Aa

გვარდიოლამ უარი თქვა - სანჩესი და "მანჩესტერი" მალე გაოფიციალურდება

ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება.

Goal-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" სანჩესის შეძენას აღარ გეგმავს და მისი მსურველი, მხოლოდ "იუნაიტედი" დარჩა.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სანჩესი "ქალაქელებთან" თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა ფეხბურთელმა სიტუაციით ისარგებლა და უკეთეს წინადადებას დაელოდა, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" შესთავაზეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ჩილელს კვირაში 400 ათასი ფუნტი შესთავაზეს და ფეხბურთელი მასზე თანხმობას უახლოეს დღეებში განაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები