მოსალოდნელი გაცვლა -
Aa
Aa

მოსალოდნელი გაცვლა - "რეალი" და "სიტი" სუპერბარტერს გეგმავენ

ზაფხულში შესაძლოა მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ფეხბურთელები გაცვალონ.

ზინედინ ზიდანის გუნდს ცენტრფორვარდის შეძენა სურს, გვარდიოლას კი ნახევარდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება აქვს მიზნად დასახული.

ბრიტანული მედია აქტიურად წერს, რომ "რეალი" და "სიტი" ისკო-აგუეროს ბარტერს განახორციელებს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ისკო სამეფო კლუბში თავს ისე კომფორტულად ვეღარ გრძნობს, როგორც ეს გასულ სეზონში იყო. ესპანური წყაროების ინფორმაციით, ფეხბურთელსა და ზიდანს შორის ურთიერთობა "ელ კლასიკოს" შემდეგ დაიძაბა.

რაც შეეხება აგუეროს, მას გაბრიელ ჟესუსის გუნდში მისვლის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა შეუმცირდა და სავარაუდოა, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება.

პეპ გვარდიოლას ისკოს ხელში ჩაგდება უკვე დიდი ხანია სურს და კატალონიელი სპეციალისტი მიზნის მიღწევასთან ზაფხულში ყველაზე ახლოს იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები