ვენგერის თქმით, სანჩესი
Aa
Aa

ვენგერის თქმით, სანჩესი "არსენალს" მომდევნო 48 საათში დატოვებს

არსენ ვენგერი ამბობს, რომ ალექსის სანჩესი „არსენალის“ რიგებს მომდევნო 48 საათში ოფიციალურად დატოვებს.

„მეთოფეებს“ მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვთ და სავარაუდო კანდიდატებად „ბორდოს“ 20 წლის ტალანტი მალკომი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი მოიაზრებიან.

რაც შეეხება სანჩესის მომავალ კლუბს, დიდი ალბათობით, ის „სიტი“, „მანჩესტერი“ ან „ლივერპული“ იქნება.

ალექსის სანჩესს „არსენალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და კლუბი მასში მაინცდამაინც დიდ თანხას ვერ მიიღებს.

თუმცა არც 40 მილიონი ევროა ცოტა, რომლის გადასახდელადაც „სიტი“ მზადყოფნას გამოთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები