ფედერერი თავს ფავორიტად არ მიიჩნევს
Aa
Aa

ფედერერი თავს ფავორიტად არ მიიჩნევს

როჯერ ფედერერი საკუთარ თავს ავსტრალიის ღია პირველობის ფავორიტად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ყოველგვარ წნეხს უხსნის.

„ჩემს შანსებს დიდად ნამდვილად ვერ შევაფასებ, რადგან 36 წლის ჩოგბურთელი ტურნირის ფავორიტი ვერ იქნება.

ეს ყველაფერი წნეხს მიხსნის და შემიძლია, სრულიად თავისუფლად ვითამაშო და კარიერის დასკვნითი პერიოდით დავტკბე.

ვფიქრობ, განვლილი სეზონის შემხედვარე, ფავორიტი რაფაა, აუცილებლად უნდა გამოვყო ნოვაკი, რომელსაც ეს ტურნირი 6-ჯერ აქვს მოგებული“.

ავსტრალიის ღია პირველობა წუხელ დაიწყო, ხოლო ფედერერი თავის პირველ მატჩს ხვალ გამთენიისას, ბრიტანელ ალიაჟ ბედენესთან ჩაატარებს.

შვეიცარიელი მაესტროს ტიტულატურაში 19 დიდი სლემის ტურნირია, მას რაფაელ ნადალი 3 ტიტულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები