ალბა:
Aa
Aa

ალბა: "რეალს, რომ 19 ქულით ჩამოვრჩებოდეთ, კატალონიაში დაგვხოცავდნენ"

"სოსიედადთან" გამარჯვებისა და ნავსის გატეხვის შემდეგ, "ბარსელონას" ესპანელმა განაპირა მცველმა ხორდი ალბამ პრესასთან კომენტარი გააკეთა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილზეც ისაუბრა.

"ლა ლიგა ჯერ არ მოგვიგია. თუმცა, ამის გაკეთების ძალიან კარგი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს, ამ ფორმას სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ.

რეალს, რომ 19 ქულით ჩამოვრჩებოდეთ, კატალონიაში დაგვხოცავდნენ. ბარსელონაში ქომაგებიც და პრესაც გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე სხვაგან.

მჯერა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე შენარჩუნდება. ეს ლა ლიგაა სადაც მარტივად ვერასდროს მოიგებ".

შეგახსენებთ, რომ ენრესტო ვალვერდეს ფორმაციის "ბარსამ" 10 წლიანი ნავსი გატეხა და 2007 წლის შემდეგ "ანოეტაზე" პირველად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები