Aa
Aa

"ლივერპულს" სუსოს დაბრუნება სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, "ლივერპული" თავისი ყოფილი და ამჟამად "მილანის" მოთამაშის სუსოს უკან დაბრუნების ვარიანტს განიხილავს.

სუსო ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა და საშინელ მდგომარეობაში მყოფ "მილანში" ერთადერთი ნათელი წერტილია.

24 წლის ესპანელი ფეხბურთელი "მერსისაიდელთა" ღირსებას 2012-2015 წლებში იცავდა. მან გუნდი დიდი კონკურენციის გამო დატოვა.

კლოპს სუსოს დამატების ორი მიზეზი აქვს: 1) კოუტინიოს შემცვლელი გუნდს ჯერაც არ მოუყვანია. 2) გუნდი შესაძლოა სალაჰმა დატოვოს და ესპანელიც სწორედ მის პოზიციაზე თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ სუსო "მილანის" მაისურით 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 72 შეხვედრაში 14 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები