ბარტერი!
Aa
Aa

ბარტერი! "რეალი" "ლივერპულს" ახალ წინადადებას უმზადებს

მადრიდის "რეალი" მუჰამედ სალაჰს არ ეშვება და მისი გადაბირების მცდელობას კვლავ განაგრძობს.

Don Balon-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბმა ეგვიპტელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ახალი სტრატეგია შეიმუშავა.

"რეალი" "ლივერპულს ბარტერს შესთავაზებს - ბეილი "ენფილდზე", ხოლო სალაჰი "სანტიაგო ბერნაბეუზე".

რამდენად აწყობთ "მერსისაიდელებს" ასეთი გაცვლა, ეს ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

ფლორენტინო პერესი მთელი ძალებით ცდილობს, რომ გუნდი გააძლიეროს. თუმცა, როგორც ცნობილია, "რეალი" იანვარში ტრანსფერს არ განახორციელებს და მთელს რესურსს ზაფხულისთვის შეინახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები