პერესი ნეიმარის ტრანსფერში რონალდუს ჩართვას გეგმავს!
Aa
Aa

პერესი ნეიმარის ტრანსფერში რონალდუს ჩართვას გეგმავს!

Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ნეიმარის შეძენის იმედი კვლავ აქვს.

წყაროს ცნობით, პერესი მზადაა მოლაპარაკებებში კრიშტიანო რონალდუ ჩართოს.

"რეალი" პარიზელებს სოლიდურ თანხასთან ერთად კრიშტიანოსაც შესთავაზებს.

როგორც გუშინ გაუწყეთ, ნეიმარის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" 500 მილიონის გადახდას გეგმავს.

რაც შეეხება რონალდუს, რთული სათქმელია, თუ რამდენად მოისურვებს ის, მისთვის ასეთ დამამცირებელ პირობებზე დათანხმებას.

როგორც ჩანს, ზაფხულში ნეიმარი კვლავ ყველაზე აქტუალური თემა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები