სანჩესის შეძენა
Aa
Aa

სანჩესის შეძენა "ლივერპულსაც" სურს!

Mirror-ის ინფორმაციით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში "ლივერპულიც" ჩაერთო.

"მანჩესტერ იუნიატედისა" და "სიტის" შემდეგ, ჩილელი ფეხბურთელის გადაბირება იურგენ კლოპსაც სურს, რომელსაც ფელიპე კოუტინიოს შემცვლელის დამატება რაც შეიძლება სწრაფად სურს.

28 წლის სანჩესის "არსენალიდან" წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ფეხბურთელმა ჯერჯერობით საუკეთესო ვარიანტი ვერ აარჩია. იგივეს თქმა შეგვიძლია "არსენალზეც", რომელიც ცდილობს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება მიიღოს და სწორედ მას დათანხმდეს.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში სანჩესის ახალი გუნდის სახელი გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები