ბალცარეტიმ კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ბალცარეტიმ კარიერა დაასრულა

„რომას“ მცველმა ფედერიკო ბალცარეტიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. გასულ სეოზნში იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ბოლო ორ წელიწადში კი მას ჯამში 12 შეხვედრა დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ფედერიკომ მოთამაშის კარიერის დასრულება და კლუბის სპორტული დირექტორის ვალტერ საბატინის შტაბში გადასვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ბალცარეტი „ტორინოს“, „ვარეზეს“, „სიენას“, „იუვენტუსის“, „ფიორენტინასა“ და „პალერმოს“ რიგებშიც თამაშობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მცველის ანგარიშზე 16 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები