მესის ახალი ზღაპრული კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა
Aa
Aa

მესის ახალი ზღაპრული კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა

Football Leaks-მა მორიგი საინტერესო ფაქტი გაასაჯაროვა.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ლეო მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და "რწყილი" "კამპ ნოუზე" 2021 წლამდე დარჩება.

დღემდე უცნობი იყო, თუ რა რაოდენობის ხელფასი ექნებოდა მესის ახალი ხელშეკრულების თანახმად.

წყაროს ცნობით, ლეოს ყოველწლიური ჯამაგირი 104 მილიონი ევროა. რა თქმა უნდა, მესი მთელს თანხას არ იღებს. მისი დიდი ნაწილი გადასახადებში მიდის და ის ესპანეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. დაახლოებით 50 მილიონამდე კი ფეხბურთელს რჩება.

დეტალებში ყველაფერი ასე გამოიყურება: მესის ფიქსირებული ხელფასი 71 მილიონი ევროა. ამას ემატება სარეკლამო ბონუსები და პლიუს 70 მილიონი ევრო, თუ ლეო კონტრაქტის ამოწურვამდე "ბარსას" მაისურით ითამაშებს.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფეხბურთელი მატჩების 60%-ს ჩაატარებს, მის თანხას 1,9 მილიონი ევრო დაემატება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი მესის ბიუჯეტი დამატებით 12 მილიონით შეივსება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები