აზარი და
Aa
Aa

აზარი და "რეალი" გამოირიცხა? ბელგიელმა მორიგი კომენტარი გააკეთა

ბოლო დღეებში ედენ აზარის "რეალში" გადასვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ბელგიელმა ადრე განაცხადა, ის ზიდანით ყოველთვის მოხიბლული იყო და მას ზიზუსთან ერთად მუშაობა სურს.

აზარმა Goal-თან საუბრისას "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პიველი კომენტარი გააკეთა.

"დიახ, ვფიქრობ ტიბო (კურტუა) პირველი მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს, შემდეგ კი ამას მე გავაკეთებ. თუმცა, ჯერ არ ვიცი მაინც რომელი ვიქნებით პირველი, მე, თუ ის. მოდით, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ".

როგორც ცნობილია, ბელგიელმა შემტევმა "არისტოკრატებს" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი ორჯერ უთხრა, მაგრამ როგორც ჩანს ლონდონელებმა მას ის პირობები შესთავაზეს, რომელიც ფეხბურთელს სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები