რონალდო ნეიმარზე:
Aa
Aa

რონალდო ნეიმარზე: "მისი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯი იყო"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, თავისი თანამემამულის ნეიმარის შესახებ ისაუბრა და მისი "პსჟ"-ში გადასვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

"მოდით სიმართლე ვთქვათ - მისი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. სპორტული თვალსაზრისით, ეს მართლაც ასეა. მეორეს მხრივ, ნეიმარის მესმის. მას ახალი გამოწვევები სურს, ისევე როგორც ფეხბურთელთა დიდ ნაწილს.

თავის დროზე "ბარსა" მეც დავტოვე და "ინტერში" გადავედი. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ იმდროინდელი სერია A საკმაოდ კონკურენტუნარიანი და ძლიერი იყო".

ნეიმარის ირგვლივ დღემდე უამრავი ჭორი ვრცელდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს ბევრი "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს. თითქოს, ის თავისი პარიზული კარიერით უკმაყოფილოა და გუნდელებთანაც არაჯანსაღი ურთიერთობა აქვს, თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჭორია და მეტი არაფერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები