სალაჰმა
Aa
Aa

სალაჰმა "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა: "მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცით"

"ლივერპულის" ლიდერის მუჰამედ სალაჰის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.

დღეს, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა Sport-თან საუბრისას გავრცელებული ჭორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბოლო დღეებში ბევრი ჭორი წავიკითხე და მოვისმინე, თუმცა მე ეს პრობლემას არ მიქმნის. ამ მომენტისთვის "ლივერპულის" ფეხბურთელი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. გთხოვთ, მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცით".

შეგახსენებთ, რომ "რეალის" სატრანსფერო სიაში სალაჰის გარდა, ედენ აზარი, მაურო იკარდი და ნეიმარი შედიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები