Adidas:
Aa
Aa

Adidas: "კეთილი იყოს შენი მობრძანება ოცნებათა თეატრში" - დიბალა "მანჩესტერში" ითამაშებს?!

პაულო დიბალას ტურინის "იუვენტუსიდან" შესაძლო წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება.

ცნობილია, რომ არგენტინელი ფორვარდით მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

დღეს, სპორტულმა ბრენდმა adidas-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. მათ, twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს, რომ დიბალა მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გახდება.

"ახალი მტაცებელი, ახალი კლუბი, ახალი გამოწვევა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ოცნებათა თეატრში", - დაწერა Adidas-მა თავიანთ გვერდზე, რომელიც რამდენიმე საათში წაშალა.

ჯერჯერობით გუნდებს განცხადება არ გაუკეთებიათ და პრესა მის მოლოდინშია.

საინტერესოა, რომ ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის გაოფიციალურებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკულმა ბრენდმა Nike-მა თავის ოფიციალურ გვერდზე ბრაზილიელი ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადასვლა დაადასტურა. შემდეგ კი ინფორმაცია წაშალა. საბოლოოდ კი ისინი მართლები აღმოჩნდნენ და კოუტინიო "კამპ ნოუზე" გადაბარგდა.

საინტერესოა განმეორდება, თუ არა იგივე პაულო დიბალას შემთხვევაში...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები