სად წავა სანჩესი?
Aa
Aa

სად წავა სანჩესი? "სიტის" წინადადება "მანჩესტერმა" დაჩრდილა - სანჩესი "ოლდ ტრაფორდზე"?

The Guardian-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტის" ალექსის სანჩესში ეცილება და დიდი შანსია ჩილელი ხელში ჩაიგდოს კიდეც.

წყაროს მტკიცებით, ჟოზე მოურინიომ "არსენალს" ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 30 მილიონ ევროსთან ერთად ჰენრიხ მხითარიანიც შესთავაზა.

როგორც ცნობილია, "სიტი" სანჩესში 20 მილიონ ფუნტს იხდის. "წითელი ეშმაკების" წინადადება კი გაცილებით უფრო მომხიბვლელად გამოიყურება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებსა" და სანჩესს შორის შეთანხმება უკვე არსებობდა. ალექსისი ყოველწლიურად 13 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა საქმეში "იუნაიტედი" ჩაერთო და ვითარება საკმაოდ აირია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდის შემოთავაზებას მიიღებს ჩილელი შემტევი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები