კოკლენი
Aa
Aa

კოკლენი "ვალენსიას" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალის“ ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ფრენსის კოკლენი კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელეს.

ცნობილია სატრანსფერო ღირებულებაც. ესპანელები კოკლენის სანაცვლოდ 10,5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

Sky Sports-თან საუბრისას, ტრანსფერი ოფიციალურად თავად არსენ ვენგერმაც დაადასტურა: „ის „ვალენსიაში“ მიდის. იგი „არსენალის“ რიგებში მეტ შეხვედრას აღარ ჩაატარებს. კოკლენს უფლება მივეცი, რომ წასულიყო“.

შეგახსენებთ, რომ ფრენსის კოკლენი „არსენალის“ ღირსებას 2008 წლიდან იცავს. კლუბმა ის რამდენიმეჯერ გაანათხოვრა. მის ანგარიშზე 160 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები