აზარი
Aa
Aa

აზარი "რეალში" მიდის

Express-ის ინფორმაციით, ედენ აზარი „რეალს“ შეუთანხმდა და მზადაა სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდში გადაბარგდეს.

სამეფო კლუბმა ბელგიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა „ჩელსისთან“ მოლაპრაკება დარჩა.

ცნობილია, რომ აზარმა „არისტოკრატების“ ორივე შემოთავაზებაზე უარი განუცხადა. „ჩელსი“ მას ყოველწლიური ანაზღაურების სახით 17,6 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ ბელგიელის მოხიბვლა ვერ მოახერხეს.

აზარმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასპარეზობა სურს.

თავის მხრივ, ფლორენტინო პერესმა Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი არცერთ ფეხბურთელში 100 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები