Aa
Aa

"იუვენტუსი" დარმიანის შეუთანხმდა

Sun-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ მატეო დარმიანის ტრანსფერი შეათანხმა.

„ბებერი ქალბატონი“ დიდი ალბათობით ალექს სანდროს ლონდონის „ჩელსიში“ გაუშვებს და მის ნაცვლად სოლიდურ თანხასაც მიიღებს. ბრაზილიელ განაპირა მცველს კი სწორედ დარმიანი შეცვლის.

ტურინის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ სტეფან ლიხშტაინერსაც, რაც დარმიანის როლს გუნდში ერთიორად ზრდის, რადგან იტალიელ მცველს დაცვის ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია ითამაშოს.

მატეო დარმიანის შეძენით ასევე მადრიდის „ატლეტიკოც“ ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს „იუვენტუსმა“ ყველას დაასწრო და 28 წლის ფეხბურთელიც შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები