Aa
Aa

ჰანდანოვიჩმა შესაძლოა „ინტერთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს

„ინტერის“ სლოვენიელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ აღნიშნა, რომ მისმა კლიენტმა შესაძლოა ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას.

„ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ჰანადანოვიჩს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. ჩვენ ამ თემაზე „ინტერის“ ხელმძღვანელებთან 3 საკმაოდ მცირეხნიანი შეხვედრა გვქონდა. კონკრეტული შედეგი კი არცერთ მათგანს არ გამოუღია. არ ვიცი გავახანგრძლივებთ თუ არა კონტრაქტს მილანელებთან, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამირს ძალიან უყვარს იტალიის ჩემპიონატი და თუ მან ამჟამინდელი კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თამაშს ისევ სერია ა-ში გააგრძელებს“ - განაცხადა პასტორელომ.

 

მიმდინარე სეზონში სლოვენიელმა მეკარემ 21 მატჩი ჩაატარა და საკუთარ კარში 29 ბურთი მიიღო. თუმცა რომ არა ჰანდანოვიჩი, მიმდინარე სეზონში „ინტერის“ შედეგები გაცილებით სავალალო იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები