Aa
Aa

"ბაიერნი", თუ "რეალი"? - ლიოვისთვის ბრძოლა დაიწყო!

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალი" სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანს გაანთავისუფლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანიის ნაკრების თავკაცს იოაჰიმ ლიოვს მოიაზრებს.

როგორც ცნობილია, ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბუნდესნაკრების დატოვებას გეგმავს.

გერმანელ სპეციალისტს სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებდნენ, თუმცა საქმეში "რეალი" ჩაერთო და მთავარი ახლა იწყება.

პერესი ზაფხულში გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს და შესაძლოა ზიდანის განთავისუფლებით დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები