Aa
Aa

"ლივერპული" კოუტინიოს შემცველეს ეძებს - გომესი ტრანსფერზე თანახმაა

Tuttosport-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ფელიპე კოუტინიოს გაყიდვის შემდეგ, მისი შემცვლელის ძებნას აგრძელებს და ერთ-ერთ ვარიანტად ბერგამოს "ატალანტას" 29 წლის არგენტინელი შემტევი ალეხანდრო გომესი განიხილება.

წყაროს ცნობით, გომესი მზადაა, რომ იანვარში "ენფილდზე" გადაბარგდეს.

ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური მხარე ცნობილი არ გახლავთ. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გავიგებთ შედგება, თუ არა არგენტინელი ფეხბურთელის "ლივერპულში" ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო გომესი "ატალანტას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 126 შეხვედრაში 33 გოლი და 34 შედგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები