Aa
Aa

"სიტი" სტერლინგს უხანგრძლივებს - ზღაპრული პირობები ინგლისელს

The Guardian-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" რაჰიმ სტერლინგს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

სტერლინგის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვალისწინებული და ინგლისელი ფეხბურთელი კვირაში 170 000 ფუნტს იღებს.

ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, 23 წლის გარემარბი კვირაში 250 ათას ფუნტს აიღებს.

ახალ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, სტერლინგი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი "სიტის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 123 შეხვედრაში 39 გოლი და 38 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები