კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "რა შემთხვევაში გავუშვებ სალაჰს რეალში"?

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იანვარში გუნდის გაძლიერებას გეგმავს და მინიმუმ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

პრესა წერს, რომ სამეფო კლუბი "ლივერპულის" ეგვიპტელ ლიდერს მუჰამედ სალაჰთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი "მერსისაიდელთა" გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"პირდაპირ გეტყვით, რომ "ბარსელონაზე" საუბარი აღარ მსურს. თუ, ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ კატალონიელებმა "ლივერპულის" არაერთი მოთამაშე ჩაიგდეს ხელში.

მუჰამედის "რეალში" ტრანსფერი? ეგვიპტელის გუნდიდან წასვლა წარმოუდგენელია. ის ძალიან გვჭირდება. რა შემთხვევაში გავუშვებ სალაჰს "რეალში"? ამის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს - თუ, შევიტყობ, რომ "ბარსელონა" ინტერესდება და მის დამატებას გეგმავენ, ასეთ შემთხვევაში მას "რეალში" იმწამსვე გავუშვებ".

ესპანური და ბრიტანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" ზამთარში მეგატრანსფერის განხორციელებას გეგმავს და მადრიდელთა სიის სათავეში სალაჰთან ერთად, მაურო იკარდი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები