თუ, კოუტინიო 160 მილიონი ღირს, მაშინ...
Aa
Aa

თუ, კოუტინიო 160 მილიონი ღირს, მაშინ... "იუვენტუსმა" დიბალას ფასი გაზარდა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფელიპე კოუტინიოს „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალას ფასი გაუზარდა.

„ბებერი ქალბატონი“ მიიჩნევს, რომ თუ კოუტინიო 160 მილიონი ევრო ღირს, მაშინ დიბალას ფასი 175 მილიონია.

სატრანსფერო ბაზარზე ნეიმარის 222 მილიონად გაყიდვის შემდეგ, სრული ქაოსია და ის ეტაპობრივად ყველა გუნდს ეხება.

სეზონის დასრულების შემდეგ, „იუვენტუსს“ დიბალას შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან „მანჩესტერს“ მეგატრანსფერის განხორციელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

როგორც ხედავთ, ტურინელებმა ზომებს უკვე მიმართეს და არგენტინელი ფეხბურთელის ფასი საგრძნობლად აწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები