Aa
Aa

"მანჩესტერის" შემდეგ "არსენალი" - მალკოლმზე ნადირობა გამოცხადდა

 Goal-ი, gianlucadimarzio-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლონდონის „არსენალი“ მალკოლმთან მოლაპრაკებებს აწარმოებს.

„ბორდოს“ ბრაზილიელი ტალანტით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება და აქამდე, „მანკუნიანელები“ 20 წლის გარემარბის მთავარი მსურველები იყვნენ.

„მეთოფეებს“ ახალგაზრდა ბრაზილიელის დამატება ალექსის სანჩესის ნაცვლად სურთ, რომელიც მალე „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე გახდება.

მალკოლმი „ბორდოს“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 79 შეხვედრაში 18 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები