Aa
Aa

"ჩელსიმ" კრისტენსენს გაუხანგრძლივა

ლონოდნის "ჩელსის" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, გუნდის დანიელმა ცენტრალურმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა "ლურჯებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

21 წლის ფეხბურთელმა "არისტოკრატებთან" 4,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის "სტემფორდ ბრიჯზე" 2022 წლამდე დარჩება.

კრისტენსენი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშეა და მას იტალიელი სპეციალისტი დიდ ნდობას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს კრისტენსენი "ჩელსის" საკუთრება 16 წლიდან იყო, თუმცა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის იჯარის წესით "გლადბახში" ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები