ბონეკი:
Aa
Aa

ბონეკი: "დღეს "ბაიერნი" ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდის"

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ლეგენდარულ ფეხბურთელი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონეკი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"დღეს "ბაიერნი" ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ "რეკორდმაისტერს" სულ ორი ვარსკვლავი ჰყავს - მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი.

რა თქმა უნდა, არის ტომას მიულერიც, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი უნივერსალიზმი გუნდს ძალიან ადგება, თუმცა ის სუპერვარსკვლავი არ გახლავთ.

რაც შეეხებათ ფრენკ რიბერისა და არიენ რობენს, ისინი თავის დროზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ დღეს მათი საუკეთესო წლები წარსულაა ჩაბარებული. ხშირი ტრავმების გამო, ისინი გუნდის ლიდერობას ვეღარ ახერხებენ".

შეგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის რიბერი და რობენი კვლავ ტრავმირებულები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები