შაქირიმ შესაძლოა კარიერა „პრემიერლიგაში“ გააგრძელოს
Aa
Aa

შაქირიმ შესაძლოა კარიერა „პრემიერლიგაში“ გააგრძელოს

„Sun“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხერდან შაქირი „სტოკ სიტის“ ფეხბურთელი უახლოეს საათებში გახდება. ინგლისური კლუბისგან „ინტერი“ 12 მილიონ ევროს მიიღებს.

კოსოვოში დაბადებული 23 წლის შემტევი „ნერიაძურის“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბაიერნიდან“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

შაქირისთვის „ბაიერნის“ შემადგენლობაში განსაკუთრებით წარმატებული 2012-13 წლების სეზონი იყო, როდესაც ის „ბუნდესლიგის“, „ჩემპიონთა ლიგის“, გერმანიის თასის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები