იკარდი
Aa
Aa

იკარდი "რეალს" შეუთანხმდა? სენსაციური ინფორმაცია, რომელსაც...

რამდენიმე საათის წინ Diaio Gol-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - მაურო იკარდი მადრიდის "რეალს" შეუთანხმდა და ის უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის.

უახლესი ინფორმაციით კი ტრანსფერი ჯერჯერობით არ დასტურდება. არგენტინელი ფეხბურთელის გარემოცვამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"რეალისა" და იკარდის ურთიერთობაზე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიწერა. ესპანური პრესის ცნობით, მოლაპარაკებებს ხელი ზინედინ ზიდანმა შეუშალა, რომელიც კარიმ ბენზემას კანდიდატურას მხარს ბოლომდე უჭერს.

აქვე გეტყვით, რომ მაურო იკარდის გამოსასყიდი თანხა 2018 წლის ზაფხულიდან 110 მილიონი ევრო ხდება და მისი ხელში ჩაგდება გრანდებისთვის გაცილებით მარტივი იქნება.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები