ვენგერს
Aa
Aa

ვენგერს "სიტისთვის" კონკურენციის გაწევის იმედი არ აქვს

Goal-ის ინფორმაციით, "ვესტ ბრომვიჩის" ჩრდილოეთ ირლანდიელი ცენტრალური მცველით ჯონი ევანსით ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.

ორივე გუნდი დაცვის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული, თუმცა არსენ ვენგერი მოლაპრაკებების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი.

ვენგერმა განაცხადა, რომ მათ "სიტისთვის" სატრანსფერო ბაზარზე კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ.

ევანსს, "ვესტ ბრომვიჩის" დატოვება უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მისი ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს. საკითხავი კი ის გახლავთ, თუ რომელ გუნდში სურს ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები