გრიზმანი და
Aa
Aa

გრიზმანი და "ბარსელონა" შეთანხმებასთან ახლოს არიან!

Cadena SER-ის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" უახლოვდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. წყაროს მტკიცებით, "ბარსა" სეზონის ბოლოს "ატლეტიკოს" 100 მილიონ ევროს გადაუხდის.

რაც შეეხება გრიზმანის პირობებს, ფრანგ შემტევს ზუსტად იმხელა ხელფასი ექნება, რამდენსაც ლუის სუარესი იღებს და ის კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "იუნაიტედი" გრიზმანისთვის ბრძოლაში კვლავ ჩაება, თუმცა საბოლოო სიტყვა ყოველთვის ფეხბურთელზეა და როგორც ჩანს, ფრანგ ფეხბურთელს კატალონიური კლუბი უფრო იზიდავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები