Aa
Aa

"მანჩესტერი" მალე ზამთრის პირველ ტრანსფერს დაადასტურებს!

TF1-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუკას მოურასთან შეთანხმებას მიაღწია და ბრაზილიელი გარემარბი იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.

წყაროს ცნობით, "წითელ ეშმაკებს" მოურას ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

"პსჟ" ფინანსური ფეარ პლეის გამო იძულებულია, რომ რამდენიმე მოთამაშეს შეელიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში მბაპეს სანაცვლოდ გადასახდელი 180 მილიონი ევრო, მათ დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ლუკას მოურას "იუნაიტედში" ტრანსფერის დადასტურებას უახლოეს საათებში ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები